2019 წლის 26 ივნისს 13:00 საათზე შედგება ფარმაციის ფაკულტეტის საბჭოს სხდომა
მისამართი: მე–4 სასწავლო კორპუსი, მე–6 სართული, აუდიტორია # 2
დღის წესრიგი:
1. 2018-19 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის ქართულ და ინგლისურენოვან საგანმანათლებლო პროგრამის კურსდამთავრებულთათვის ფარმაციის ბაკალავრის აკადემიური ხარისხის მინიჭების შესახებ /მომხსენებელი: ფარმაციის ფაკულტეტის დეკანი, პროფ. დ. ბერაშვილი/
2. სამაგისტრო ნაშრომების დაცვის საკვალიფიკაციო კომისიის წევრების არჩევა და დაცვის თარიღის დანიშვნა. /მომხსენებელი: მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სამსახურის უფროსი სპეციალისტი, ასისტენტ–პროფესორი ია წურწუმია/
3. ფარმაციის ფაკულტეტის სამაგისტრო პროგრამების 2018-19 სასწავლო წლის კურსდამთავრებულთა ნაშრომების რეცენზენტების დამტკიცების შესახებ /მომხ. პროგრამების ხელმძღვანელები/
4. სამაგისტრო პროგრამის „ფარმაცევტული ანალიზი“ სამაგისტრო ნაშრომების თემატიკისა და ხელმძღვანელების დამტკიცება. /მომხ. სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელი, ასოც.პროფესორი თამარ ჩიკვილაძე/
5. სხვადასხვა