საზაფხულო სტაჟირება ინსბრუკის საუნივერსიტეტო კლინიკაში (ავსტრია)

საზაფხულო სტაჟირება ინსბრუკის საუნივერსიტეტო კლინიკაში (ავსტრია)

2019  წლის 14 თებერვლიდან 7 მარტის ჩათვლით ინსბრუკის საუნივერსიტეტო კლინიკაში სტაჟირებაზე რეგისტრაციისთვის ვიწვევთ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის  მედიცინის ფაკულტეტის VII, VIII, IX, X  სემესტრისა  და საექთნო საქმის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებს.

სტაჟირების ხანგრძლივობა:

 მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტებისათვის  -  5 კვირა

საექთნო საქმის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებისათვის  - 2 თვე

რეგისტრაციისა და დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ თსსუ-ის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტს (ვაჟა-ფშაველას 33, თსსუ-ის ადმინისტრაციული კორპუსი, IV სართული, ოთახი N 418).

გასაუბრების პირველი ეტაპი   ჩატარდება 11 მარტს 15:00 საათზე.  

მისამართი: ვაჟა ფშაველას გამზირი N 29, თსსუ-ის  უცხოური ენების ცენტრი, I სასწავლო შემაერთებელი კორპუსი, II სართული, ოთახი 204.

გთხოვთ, გასაუბრებაზე თან იქონიოთ ფოტოსურათიანი CV.