საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის საფუძველზე, თსსუ-ში ჩარიცხულ და მოქმედ სტუდენტებს, რომლებიც არიან სამხედრო მოსამსახურეების ოჯახის წევრები (სამხედრო მოსამსახურე/მეუღლე/შვილი), მიეცემათ სწავლის გადასახადის თანადაფინანსების შესაძლებლობა საქართველოს თავდაცვის სამინისტროსგან.
დაფინანსების მოპოვების მიზნით, ასეთმა სტუდენტებმა 14 სექტემბრის ჩათვლით უნდა მიმართონ შესაბამისი ფაკულტეტის დეკანატს.