2012 წლის 16 ივლისს, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა ნიკოლოზ რურუამ სერტიფიკატები გადასცა საქართველოში არსებულ შემოქმედებით ანსამბლებს, რომლებმაც წარმატებით გაიარეს აკრედიტაციის პროცესი.
28-წლიანი წარმატებული მოღვაწეობის აღსანიშნავად, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სახალხო ანსამბლის ქორეოგრაფიულ ჯგუფს (ხელმძღვანელი - ბადრი მაჭავარიანი) გადაეცა ანსამბლის აკრედიტაციის დამადასტურებელი სერტიფიკატი.
აკრედიტაციის პროცესში მონაწილეობდა 200–მდე ანსამბლი, რომელთა შორის სერტიფიკატი გადაეცა 75–ს.