2012 წლის 30 მაისს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროექტის ფარგლებში, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს ეწვია მიუნსტერის უნივერსიტეტის პროფესორი ვილჰელმ გრისჰაბერი.
გერმანელმა კოლეგამ თსსუ-ის სტუდენტებისთვის წაიკითხა ლექციები:
- “სამედიციცინო ტერმინოლოგიის სწავლების სპეციფიკა”;
- “არის ენა ინფორმაციის გავრცელების საშუალება, თუ უფრო მეტი რამ? უცხო ენა და უცხო ენის სწავლება”.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ ინიცირებული პროექტი – უცხოეთის წამყვანი უნივერსიტეტების პროფესორების ლექციები და ოპერაციები თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტსა და საუნივერსიტეტო კლინიკებში – 2012 წლის ბოლომდე გაგრძელდება.
![]() |