ერეკლე საღლიანის პოეზიის საღამო

ერეკლე საღლიანის პოეზიის საღამო

2013 წლის 23 აპრილს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის III სასწავლო კორპუსის “წითელ დარბაზში”, სტუდენტური თვითმმართველობის ორგანიზებითა და თსსუ-ის პათოფიზიოლოგიის დეპარტამენტის პროფესორის, თეიმურაზ პეტრიაშვილის მხარდაჭერით, გაიმართა პოეტ ერეკლე საღლიანის პოეზიის საღამო.

   

 

პოეზიის საღამოში მონაწილეობდნენ: ქ. ქუთაისის ღვთისმშობლის ტაძრის წინამძღვარი მამა ექვთიმე, პოეტები:  ჯარჯი შუქიაური, ოთარ ფალიანი, თემურ თავაძე, ტარიელ ხარხელაური, ელგუჯა ლებანიძე, გულიკო გაბაიძე, ლალი ხვედელიანი, მსახიობი  ელგუჯა ბურდული.

პოეზიის საღამოს ესწრებოდნენ: თსსუ–ის რექტორის მოადგილე, პროფესორი რიმა ბერიაშვილი, უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალი და სტუდენტები, „ჩოხოსნები“ : ომარ მხეიძე და მერაბ კირკიტაძე.