2013 წლის 27 აპრილს, დუშეთის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატის ერეკლე ტრიპოლსკის ინიციატივით, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტისა და თსსუ–ის გივი ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიური კლინიკის ორგანიზებით ჯეო-ჰოსპიტალის დუშეთის სამედიცინო ცენტრში ჩატარდა საქველმოქმედო აქცია - "ღია კარის დღე".
საქველმოქმედო აქცია ითვალისწინებდა ბავშვებისა და მოზარდებისათვის უფასო სამედიცინო კონსულტაციების ჩატარებას.
საქველმოქმედო აქციის ფარგლებში პროფილაქტიკური გასინჯვები ჩაუტარდა 129 ბავშვსა და მოზარდს.
კონსულტაციები ჩაატარეს შემდეგმა სპეციალისტებმა: ბავშვთა ნევროლოგიის მიმართულების ხელმძღვანელმა, პროფესორმა ნანა გელაძემ; ბავშვთა სნეულებათა მიმართულების ხელმძღვანელმა, პროფესორმა მანანა ჟვანიამ; ბავშვთა და მოზარდთა სტომატოლოგიისა და სტომატოლოგიურ დაავადებათა დეპარტამენტის ქირურგიის მიმართულების ხელმძღვანელმა, პროფესორმა ზურაბ ვადაჭკორიამ; ბავშვთა და მოზარდთა მედიცინის მიმართულების ხელმძღვანელმა, პროფესორმა ყარამან ფაღავამ; ბავშვთა ქირურგიის მიმართულების ხელმძღვანელმა, პროფესორმა რამაზ კუტუბიძემ; ბავშვთა სნეულებათა მიმართულების ასისტენტ – პროფესორმა ეკატერინე უბერმა; აკადემიურმა დოქტორმა მედიცინაში თემურ ჟვანიამ; ექიმმა-ტრავმატოლოგმა თამაზ გაბუნიამ; ექიმმა-რადიოლოგმა შალვა წინწკალაძემ; ექიმმა–ოფთალმოლოგმა მანანა კიკოლაშვილმა; ბავშვთა ენდოკრინოლოგებმა, ექიმ-რეზიდენტებმა: მარიამ ფხალაძემ და ნინო ჯინიყაშვილმა; ოტო–რინო–ლარინგოლოგმა იოსებ მაჭავარიანმა; ყბა-სახის ქირურგმა დავით ჯმუხაძემ; ბავშვთა ქირურგებმა: ნუკრი შალამბერიძემ და ალექსანდრე ბერუაშვილმა.
საქველმოქმედო აქციას ესწრებოდნენ: თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ზურაბ ვადაჭკორია, თსსუ–ის რექტორის მოადგილე გიორგი აბესაძე და დუშეთის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი ერეკლე ტრიპოლსკი.
მსგავსი საქველმოქმედო აქციები მომავალშიც განხორციელდება.
|
||
|
|
|
|
||