2013 წლის 31 მაისს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სპორტულ მოედანზე, სპორტისა და ხელოვნების ცენტრის ორგანიზებით, ჩატარდა შიდა ჩემპიონატი მინიფეხბურთში, რომელშიც მონაწილეობდა თსსუ-ის სტუდენტებით დაკომპლექტებული 8 გუნდი: „კატენაჩო“, „მორგი“, „SD“ „ცენტურიონი“, „ბილწები“, „ნიგერია“, „აბი“, „თურქეთი“.
მინიფეხბურთის ჩემპიონატის ფინალურ ტურში ერთმანეთს შეხვდნენ გუნდები: „კატენაჩო“ და „მორგი“.
თამაში „კატენაჩოს “ სასარგებლოდ დასრულდა, ანგარიშით 9:6.
ტურნირში გამოვლინდა სხვადასხვა ნომინაციები:
საუკეთესო ფეხბურთელი – თენგიზ სისორდია (ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის ფაკულტეტი, II კურსი);
ტურნირის ბომბარდირი - გიორგი საღინაძე (მედიცინის ფაკულტეტი, I კურსი);
საუკეთესო მეკარე – რევაზ მანჯგალაძე (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფაკულტეტი, II კურსი).
გამარჯვებულ გუნდებს გადაეცათ თასები, მედლები და სიგელები.