2013 წლის 1 ივნისს, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის №1 სტომატოლოგიურ კლინიკაში, ჩატარდა ტრადიციული საქველმოქმედო აქცია თბილისის N.202-ე ინკლუზიური სკოლის მოსწავლეთათვის.
აქციის ფარგლებში სკოლის 25 მოსწავლეს ჩაუტარდა პირის ღრუს პროფესიული ჰიგიენა, გაეწიათ გადაუდებელი პირველადი სტომატოლოგიური დახმარება და მიეცათ შესაბამისი რჩევა-დარიგებები პირის ღრუს მოვლასთან დაკავშირებით.
![]() |
![]() |
![]() |
აქციის მხარდამჭერები იყვნენ: თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, კომპანიები: "Colgate", "ბარამბო" და "ჯანდაცვის პროფესიონალთა ლიგა". მოწვეულ სტუმრებს ბავშთა დაცვის საერთაშორისო დღე მიულოცეს კლინიკის ადმინისტრაციამ და ექიმებმა. აქციის მსვლელობისას N.202-ე ინკლუზიური სკოლის აღსაზრდელებს გაუმასპინძლდნენ საზეიმო ტორტით და გამაგრილებელი სასმელებით, მოსწავლეებს აქციის მხარდამჭერი კომპანიებისგან გადაეცათ სადღესასწაულო საჩუქრები.
საქველმოქმედო აქცია ტრადიციული ხასიათისაა და თსსუ–ის №1 სტომატოლოგიურ კლინიკაში ყოველწლიურად ჩატარდება.
![]() |
![]() |