2013 წლის 20 ივნისს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ადმინისტრაციული კორპუსის სხდომათა დარბაზში ჩატარდა პროექტ “TUSK”-ის ელექტრონული მართვის სისტემა სამედიცინო განათლებაში პრეზენტაცია. ღონისძიება გახსნა თსსუ–ის რექტორის მოადგილემ, პროფესორმა რიმა ბერიაშვილმა. პრეზენტაცია წარმოადგინა ემორის უნივერსიტეტის სამედიცინო სკოლის (ატლანტა, აშშ) დეკანის მოადგილემ, პროფესორმა გორდონ ჩერჩვორდმა.
პრეზენტაციას ესწრებოდნენ: თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ზურაბ ვადაჭკორია, რექტორის მოადგილე რიმა ბერიაშვილი, საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი, პროფესორი ია ავალიანი, უფროსის მოადგილე ირინა კაპეტივაძე, თსსუ–ის აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალი.
“TUSK” – არის ტაფტის უნივერსიტეტის მიერ შემუშავებული ელექტრონული მართვის სისტემა სამედიცინო განათლებაში, რომელიც გულისხმობს: კურიკულუმის ელექტრონულ მართვას, ონლაინ სწავლების თანამედროვე სისტემებს, სწავლებისა და შეფასებების თანამედროვე ელექტრონულ მართვას.
პრეზენტაციის განმავლობაში პროფესორმა გორდონ ჩერჩვორდმა აუდიტორიას გაუზიარა ემორის უნივერსიტეტის გამოცდილება კურიკულუმის ელექტრონულად მართვაში.
პრეზენტაცია გაგრძელდა კითხვა–პასუხის რეჟიმში.
|