2013 წლის 14 ივნისს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის I სასწავლო კორპუსის „ცისფერ დარბაზში“, სამედიცინი ფიზიკისა და ბიოფიზიკის დეპარტამენტის და ივანე თარხნიშვილის სახელობის სტუდენტთა სამეცნიერო საზოგადოების ორგანიზებით, ჩატარდა რიგით მეოთხე ყოველწლიური სასწავლო-სამეცნიერო კონფერენცია „ფიზიკა მედიცინაში“.
კონფერენციის მხარდამჭერები იყვნენ: თსსუ-ის სტუდენტური თვითმმართველობა და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი.
კონფერენცია გახსნა და დამსწრე საზოგადოებას მიესალმა ივანე თარხნიშვილის სტუდენტთა სამეცნიერო საზოგადოების ვიცე-პრეზიდენტი მიხეილ ჯანჯღავა.
კონფერენციაზე თსსუ–ის სტუდენტებმა, როგორც ქართულენოვანი, ასევე უცხოენოვანი ჯგუფებიდან, წარადგინეს მოხსენება-პრეზენტაციები და სტენდური მასალები. ღონისძიების დასკვნით ნაწილში მონაწილეებს გადაეცათ სერტიფიკატები.