2013 წლის 16 სექტემბერს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სასწავლო კორპუსების ეზოში ჩატარდა სტუდენტური თვითმმართველობის მიერ დაგეგმილი სტუდენტური კონცერტი.
კონცერტში მონაწილეობდნენ: მომღერალი სოფო ბედია და ახალგაზრდული ბენდები: "Readioactive" (თსსუ–ის სტუდენტური ბენდი) და "Melou".
![]() |
ამავე დღეს, უცხოელი სტუმრებისთვის, თსსუ–ის III სასწავლო კორპუსის "წითელ დარბაზში", თსსუ–ს სპორტისა და ხელოვნების ცენტრის და სტუდენტური თვითმმართველობის ორგანიზებით ჩატარდა კონცერტი, რომელშიც მონაწილეობდნენ: თსსუ–ის სიმღერისა და ცეკვის სახალხო ანსამბლი, სამეჯლისო ცეკვების ანსამბლი "ვეგა", კლასიკური მუსიკის ჯგუფის წევრები, ტრადიციული მუსიკის ანსამბლი "დეკა", თსსუ–ის უცხოელი სტუდენტი ტიშერა გლაზგო.
ღონისძიებას ესწრებოდნენ: თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ზურაბ ვადაჭკორია, უცხოელი პროფესორები, აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალი, სტუდენტები.
|