დუისბურგის ყბა–სახის პლასტიკური ქირურგიისა და იმპლანტოლოგიური კლინიკის პროფესორების ლექციები და ოპერაციები თსსუ–ში

დუისბურგის ყბა–სახის პლასტიკური ქირურგიისა და იმპლანტოლოგიური კლინიკის პროფესორების ლექციები და ოპერაციები თსსუ–ში

2013 წლის 30 სექტემბერს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს ოფიციალური ვიზიტით ეწვივნენ დუისბურგის (გერმანია) ყბა–სახის პლასტიკური ქირურგიისა და იმპლანტოლოგიური კლინიკის პროფესორები: მთავარი ექიმი, თსსუ–ის მოწვეული პროფესორი ჰელმუტ ზიბერი; თსსუ–ის მოწვეული პროფესორი ანდრეას ჰამმახერი; თსსუ–ის მოწვეული პროფესორი ვიქტორ ვაილერტი; დოქტორი, კარსტენ კრაბსი.

გერმანელმა კოლეგებმა, 30 სექტემბერსა და პირველ ოქტომბერს,  თსსუ–ის სტომატოლოგიის ფაკულტეტის მაღალი კურსის სტუდენტებისთვის წაიკითხეს  ლექციები შემდეგ თემებზე: 

30 სექტემბერი
თსსუ–ის ადმინისტრაციული კორპუსი, სხდომათა დარბაზი

პროფესორი ჰელმუტ  ზიბერი:
– "პირის ღრუს ლორწოვანის და კიბოსწინარე დაავადებები“.

დოქტორი კარსტენ კრაბსი:
– "ადგილობრივი ანესთეზიები სტომატოლოგიაში“;
– "პრემედიკაცია ამბოლატორიულ მედიცინაში“.

პროფესორი ვიქტორ ვაილერტი:
– "ადგილობრივი ანესთეზიის ჩატარების თავისებურებანი სტომატოლოგიაში, ზედა და ქვედა ყბის ანატომია და ფიზიოლოგია";
– "სიბრძნის კბილები – დიაგნოსტიკა და მკურნალობა". 

     
     

1 ოქტომბერი 
თსსუ–ის გივი ჟვანიას სახ. პედიატრიის აკადემიური კლინიკა

პროფესორი ანდრეას ჰამმახერი:

– "ყბა-სახის მიდამოს სიმსივნეები,  ეტიოლოგია";
– "ზედა და ქვედა ყბის რეკონსტრუქციული ოპერაციები". 

     

ლექციების პარალელურად 
საუნივერსიტეტო კლინიკაში ჩატარდა შემდეგი სახის ოპერაციები:

– "საფეთქელი–ქვედა ყბის სახსრის ორმხრივი ანკილომის გამო ჩატარდა ორმხრივი ოსტეოტომია”;
– "ზედა ტუჩის ორმხრივი მთლიანი ნაპრალის გამო – ჰეილოპლასტიკა“
– "პირის მარცხენამხრივი განივი ნაპრალის მთლიანობის აღდგენა“
– "ზედა ტუჩის და სასის მთლიანი ორმხრივი ნაპრალის გამო სასაზე ოპერაციის შემდგომი დეფექტის დახურვა“

– "ზედა ტუჩის და სასის მთლიანი ნაპრალის ოპერაციის შემდგომი ზედა ტუჩის კარიბჭის შექმნა“

– "სასის მთლიანობის აღდგენა; პირის განივი ნაპრალის მთლიანობის აღდგენა”

ტრადიციულად, მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტების პროფესორების ლექციები და ოპერაციები თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტსა და საუნივერსიტეტო კლინიკებში მომავალშიც გაგრძელდება.