,,კლინიკური ონკოლოგიის საქართველოს საზოგადოების“ რიგით მეორე საერთაშორისო კონფერენცია თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში

,,კლინიკური ონკოლოგიის საქართველოს საზოგადოების“ რიგით მეორე საერთაშორისო კონფერენცია თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში

2013 წლის 4 დეკემბერს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ადმინისტრაციული შენობის სხდომათა დარბაზში ჩატარდა  ,,კლინიკური ონკოლოგიის საქართველოს საზოგადოების“ რიგით მეორე საერთაშორისო კონფერენცია.

კონფერენციას ესწრებოდა: დარგის სპეციალისტები და რეზიდენტები.

შეხვედრა გახსნა და საზოგადოებას მიესალმა: საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის  მინისტრის მოადგილე  მარიამ ჯაში, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ზურაბ ვადაჭკორია, თსსუ–ის ონკოლოგიისა და ჰემატოლოგიის დეპარტამენტის ონკოლოგიის მიმართულების პროფესორი, ,,კლინიკური ონკოლოგიის საქართველოს საზოგადოების“ პრეზიდენტი, პროფესორი რემა ღვამიჩავა,   თსსუ-ის პირის ღრუს, თავისა და კისრის ონკოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი კონსტანტინე მარდალეიშვილი.

კონფერენციაზე წარადგინეს  შემდეგი მოხსენებები:

  • ,,კიბოს ეპიდემიოლოგია და პროფილაქტიკა“– აკადემიკოსი დ.ზარიძე. რუსეთის ნ.ბლოხინის სახელობის  ონკოლოგიის სამეცნიერო ცენტრი. ოქსფორდის უნივერსიტეტის მოწვეული პროფესორი (მოსკოვი, რუსეთი);
  • ,,სპეციალობა–სამედიცინო ონკოლოგი“–პროფესორი დ.თაბაგარი. ,,მედულა–ქიმიოთერაპიისა და იმუნოთერაპიის კლინიკა“(თბილისი, საქართველო);
  • ,,ქრონიკული ტკივილის მართვის ხარისხის შეფასება საქართველოში“–მედიცინის დოქტორი ი. აბესაძე; პროფესორი რ. ღვამიჩავა; ფ.ძოწენიძე; მედიცინის დოქტორი თ.რუხაძე; გ.მეტივიშვილი. ონკოპრევენციის ცენტრი; უნივერსალური სამედიცინო ცენტრი; ონკოპრევენციის და პალიატიური მედიცინის ინსტიტუტი; თსსუ (თბილისი, საქართველო);
  • ,,ბავშვთა ასაკის ლეიკემიების მკურნალობის ოპტიმიზაცია საქართველოში მაღალტექნოლოგიური დიაგნოსტიკური მეთოდების დანერგვა“– პროფესორი ა.შენგელაია, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი თ. ჯავახაძე. მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი მ. ხვედელიძე. მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური კლინიკა (თბილისი, საქართველო);
  • ,,არქიტექტურული დიაგნოზი– რთული მამოგრაფიული დიაგნოზი“- თ. ჩარკვიანი, დ.ბიბილეიშვილი, თ. ნინიკაშვილი, ეროვნული სკრინინგ–ცენტრი (თბილისი, საქართველო);
  • ,,ინტრაოპერაციული სხივური თერაპია–ძუძუს კიბოს თანამედროვე მკურნალობის ასპექტები“– მედიცინის დოქტორი მ. ჯანჯალია, თბილისის ონკოლოგიური ცენტრი (თბილისი, საქართველო);
  • ,,HER2-დადებითი ძუძუს კიბოს მკურნალობის თანამედროვე შესაძლებლობები”–მედიცინის დოქტორი რ. ფხალაძე. ROCHE GEORGIA (თბილისი, საქართველო);
  • ,,ლიმფოკინაქტივირებული კილერი (ლაკ) უჯრედებით თერაპია  თავ–კისრის სიმსივნეების სამკურნალოდ“–პროფესორი კ. მარდალეიშვილი, მედიცინის დოქტორი გ. შათირიშვილი, მედიცინის დოქტორი გ. ლოლაძე, მედიცინის დოქტორი  ვ. შველიძე, მედიცინის დოქტორი ნ. რატიანი, მედიცინის დოქტორი თ. ჩხიკვაძე, უჯრედული ტექნოლოგიებისა და თერაპიის ცენტრი (თბილისი, საქართველო);
  • ,,ლაპარასკოპიული ქირურგია ონკოუროლოგიაში“- მედიცინის დოქტორი დ. ნიკოლეიშვილი, უროლოგიის ეროვნული ცენტრი (თბილისი, საქართველო);
  • ,,PET–ი ონკოლოგიაში“– პროფესორი  გ. ინგოროყვა; მედიცინის დოქტორი შ. ესიაშვილი, მაღალი ტექნოლოგიების სამედიცინო ცენტრი, საუნივერსიტეტო კლინიკა (თბილისი, საქართველო);
  • ,,საძილე არტერიების პროთეზირება თავისა და კისრის ავთვისებიანი სიმსივნეების გავრცელებული რეგიონული მეტასტაზების დროს“–პროფესორი კ. მარდალეიშვილი, პროფესორი კ. ყიფიანი, კ.ქუნთელია; დ.ღვინიაშვილი; მედიცინის დოქტორი ზ. დაბრუნდაშვილი; მედიცინის დოქტორი ლ.კალმახელიძე; მედიცინის დოქტორი ლ. რამიშვილი; მედიცინის დოქტორი დ. ბახტურიძე; მედიცინის დოქტორი ვ. არგანაშვილი; უჯრედული ტექნოლოგიებისა და თერაპიის ცენტრი (თბილისი, საქართველო);
  • ,,სამი რეგიონის  ლიმფოდისექციის შედეგები საყლაპავის გულმკერდის ნაწილის კიბოს მკურნალობაში. თურქული გამოცდილება“– პროფესორი  ზაფერ ფერანგიოზე, გაზის უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტი, ბაინდირის ჰოსპიტალი (ანკარა, თურქეთი);
  • ,,თავის ტვინის სიმსივნეების ინტენსივობით მოდულირებული რადიოთერაპია“– მედიცინის დოქტორი დ. ლომიძე, მედიცინის დოქტორი გ.კევლიშვილი, მაღალი სამედიცინო ტექნოლოგიების ცენტრი, საუნივერსიტეტო კლინიკა (თბილისი, საქართველო);
  • ,,მულტიდისციპლინური მიდგომა ღვიძლის მეტასტაზური დაზიანების მკურნალობისას: ქირურგიული ჩარევა, ინტერვენციული რადიოლოგია, სამედიცინო ონკოლოგია“–პროფესორი  კურშატ სერინი IVჰოსპიტალი (სტამბული, თურქეთი).

კონფერენცია დაყოფილი იყო სექციებად, რომლის დასრულების შემდგომ გაიმართა თემატური დისკუსია.

კონფერენციის ფარგლებში  მოხდა  კლინიკური ონკოლოგიის საზოგადოების ოფიციალური ვებ–გვერდისა და ახალი სამეცნიერო პრაქტიკული ჟურნალის –,,კლინიკური ონკოლოგია“ პრეზენტაცია, სადაც განთავსდება ონკოლოგიის დარგში არსებული  თანამედროვე მიღწევები.