ჯილდო  ნაყოფიერი  თანამშრომლობისათვის

ჯილდო ნაყოფიერი თანამშრომლობისათვის

18 სექტემბერს, სასტუმროში ,,რედისონ ბლუ ივერია”,    ჯონ სნოუს  ორგანიზაციამ   JSI      საქართველოში მოღვაწეობის 10 წლისთავის და  ქართველი  პარტნიორების   მიერ გაწეული  წვლილის  აღსანიშნავად  გამართა  საგანგებო  ცერემონია.

სხვა  ქართულ ორგანიზაციებთან  ერთად,  განსაკუთრებით  ნაყოფიერი  თანამშრომლობისათვის   დაჯილდოვდა თბილისის  სახელმწიფო  სამედიცინო  უნივერსიტეტი.  ქართველ  პარტნიორებს ჯილდოები გადასცეს ამერიკის ელჩმა საქართველოში რიჩარდ ნორლანდმა და ჯონ სნოუს საერთაშორისო დეპარტამენტის დირექტორმა კენ ოლივოლამ.

ორგანიზაციას   JSI   განსაკუთრებული  წვლილი  მიუძღვის თბილისის  სახელმწიფო  სამედიცინო  უნივერსიტეტში კლინიკური  უნარების  სწავლებისა  და  შეფასების  თანამედროვე  სისტემის  განვითარებაში.  ამ  ორგანიზაციის  უშუალო  ხელშწყობით უნივერსიტეტში,   საქართველოში პირველად,  მეოთხე კურსის სტუდენტებისათვის დაინერგა ობიექტურად სტრუქტურირებული კლინიკური გამოცდა  (OSCE)  მეანობასა და გინეკოლოგიაში.

აღნიშნული გამოცდა მნიშვნელოვანი ნაწილია დიპლომამდელი სამედიცინო განათლების რეფორმისა, რომელსაც პროგრამა USAID SUSTAIN  ახორციელებს ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერითა და თსსუ-თან და ოსლოს უნივერსიტეტთან   მჭიდრო თანამშრომლობით.

უახლოეს მომავალში თსსუ გეგმავს OSCE-ის გამოყენებას სხვა კლინიკურ დისციპლინებშიც და საბოლოოდ, მის სრულ ინტეგრირებას უნივერსიტეტის სასწავლო პროგრამაში.