თსსუ–ის სტუდენტი ლატვიის უნივერსიტეტში ერთი სემესტრის განმავლობაში  სწავლის შემდეგ თბილისში დაბრუნდა

თსსუ–ის სტუდენტი ლატვიის უნივერსიტეტში ერთი სემესტრის განმავლობაში სწავლის შემდეგ თბილისში დაბრუნდა

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის მესამე კურსის სტუდენტი თამარ გვასალია 2014–2015 სასწავლო  წლის პირველ სემესტრში,  25 აგვისტოდან 28 თებერვლის ჩათვლით, პროგრამა ERASMUS MUNDUS MEDEA-ს ფარგლებში  სწავლობდა ლატვიის უნივერსიტეტში.

როგორც მან საქართველოში დაბრუნების შემდეგ აღნიშნა, მიიღო საინტერესო გამოცდილება, რაც დაეხმარება შემდგომ კარიერულ წინსვლაში. ამისთვის მადლობას უხდის თსსუ–ის რექტორს, პროფესორ ზურაბ ვადაჭკორიას და დეპარტამენტებს, რომლებმაც უზრუნველყვეს მისი ლატვიაში სასწავლებლად გაგზავნა.