ხატია ეჟიშვილი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტია. ის შვიდგზის საქართველოს და ორგზის თბილისის ჩემპიონია ბილიარდში.
2015 წლის იანვარში მან კიდევ ერთი სიხარული მოუტანა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს - ის ბილიარდში ჩატარებული უნივერსიადის გამარჯვებული გახდა!
ვულოცავთ ხატია ეჟიშვილს გამარჯვებას და მომავალში კიდევ არაერთი საპრიზო ადგილის მოპოვებას ვუსურვებთ.