დაიწყო უცხოელ პროფესორთა ლექცია–ტრენინგები თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში.
მიმდინარე წლის 15 სექტემბერს მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტებისათვის ლექციები წაიკითხეს: პროფესორმა ტიმო ულრიხსმა (გერმანია) – „თანამედროვე პრობლემები ტუბერკულოზის მკურნალობაში“, პროფესორმა ჯონ ფოულერმა (აშშ) – „სიახლეები გადაუდებელ მედიცინაში“, პროფესორმა მარტინ რიცენმა (შვედეთი) – „სქესობრივი მომწიფება - ნაადრევი და დაგვიანებული / მართვა“ და პროფესორმა ოტტო დაპუნტმა (ავსტრია) –„მინიმალურად ინვაზიური კარდიოქირურგია“.
დღესვე მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტებისათვის ტრენინგი ჩაატარა პროფესორმა ტატიანა ილაშჩუკმა (უკრაინა).
სტომატოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტებს საშუალება ჰქონდათ მოესმინათ პროფესორ ანნა სურდაკას ლექცია „ნერწყვის გამოყენების შესაძლებლობა - როგორც სადიაგნოსტიკო სითხე“.
როგორც თსსუ–ის პროფესორ–მასწავლებლები და სტუდენტები აღნიშნავდნენ, ეს ლექციები და ტრენინგი ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი იყო მათთვის.