უცხოელი პროფესორების ლექციები თსსუ–ში

უცხოელი პროფესორების ლექციები თსსუ–ში

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტებმა მოისმინეს უცხოელი პროფესორების ლექციები: პროფესორ ტატიანა ილაშჩუკის ლექცია  „შინაგანი დაავადების პროპედევტიკა, როგორც შინაგანი დაავადების კლინიკის შესავალი/გაცნობა“, პროფესორ  ჯონ ფოულერის ლექცია „ამერიკის შეერთებულ შტატებში გადაუდებელი სამედიცინო დახმარების დარგში რეზიდენტურის თავისებურებების შესახებ“ და პროფესორ  მარტინ რიცენის ლექციები: „სქესობრივი დიფერენციაციის დარღვევები“, „თანდაყოლილი ადრენოგენიტალური სინდრომი, მართვა და ხანგრძლივი ზედამხედველობა“ და „ ჰიპოგონადიზმის (როგორც ქალებში ასევე მამაკაცებში) შეფასება და მართვა“.