![]() |
მეცნიერებისა და ინოვაციების საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში, 12 ნოემბერს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ კორპუსში ჩატარდა იოველ ქუთათელაძის სახელობის ფარმაკოქიმიის ინსტიტუტის საჯარო ლექციები თემებზე:
ფარმაცია საქართველოში, განვითარების მოკლე მიმოხილვა;
ფარმაცევტული პროდუქტის (პრეპარატის) შექმნის ეტაპები.
ლექციებს თსსუ-ის სტუდენტებისა და დარგის სპეციალისტების გარდა საშუალო სკოლის მოსწავლეებიც დაეწრნენ, რომლებმაც ფარმაციის დარგის მიმართ დიდი ინტერესი გამოავლინეს.