გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის (DAAD)  წარმომადგენლების ვიზიტი

გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის (DAAD) წარმომადგენლების ვიზიტი

   
   

2016 წლის 31 მარტს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის კლინიკური უნარ-ჩვევების ცენტრს ეწვივნენ:  გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის (DAAD) თბილისის ოფისის ხელმძღვანელი,  დოქტორი  მარტინ პრაქსენტალერი, ამავე სამსახურის სასწავლო და სასტიპენდიო პროგრამების კოორდინატორები: ნინო ანთაძე და  თამარ შიშნიაშვილი და ბონის უნივერსიტეტის პედიატრიული დეპარტამენტის პროფესორი, ავსტრიისა და გერმანიის პედიატრიული საზოგადოების საპატიო წევრი, თსსუ-ის  საპატიო დოქტორი, პროფესორი მიხაელ ლენტცე.

სტუმრები გაეცნენ  თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში კლინიკური უნარ-ჩვევების  სწავლების მეთოდებს სიმულატორების გამოყენებით. მათ მაღალი შეფასება მისცეს  ცენტრის შესაძლებლობებს და  მის ხელმძღვანელთან, პროფესორ ირმა მანჯავიძესთან და ასისტენტ-პროფესორ დალი ჩიტაიშვილთან ერთად ისაუბრეს ცენტრის განვითარების  პერსპექტივებსა და სამომავლო თანამშრომლობაზე.