![]() |
|
2016 წლის 11 მაისს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტმა ევროპის მედიკოს სტუდენტთა ასოციაციის EMSA S/A 2016-ის საგაზაფხულო ასამბლეის გახსნის ღონისძიებას უმასპინძლა.
საღამო გახსნა ევროპის მედიკოს სტუდენტთა ასოციაციის EMSA S/A-ს ვიცე-პრეზიდენტმა აფროდიტე ადამიდოუმ (ფრაიბურგის უნივერსიტეტი, გერმანია).
აუდიტორიას მიესალმა და EMSA S/A 2016-ის მნიშვნელობაზე ისაუბრა თსსუ-ის რექტორმა, პროფესორმა ზურაბ ვადაჭკორიამ.
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს განსაკუთრებული მასპინძლობისათვის დიდი მადლობა გამოუცხადა ევროპის მედიკოს სტუდენტთა ასოციაციის პრეზიდენტმა ჯანის პაპაზოგლოუმ (უერსბურგის უნივერსიტეტი, გერმანია).
ევროპის მედიკოს სტუდენტთა ასოციაციის EMSA S/A 2016-ის საგაზაფხულო ასამბლეის გახსნასთან დაკავშირებით თსსუ-ში მოეწყო კონცერტი. უცხოელ სტუმრებსა და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის წარმომადგენლებს განსაკუთრებული ამაღლებული განწყობა შეუქმნა თსსუ-ის შემოქმედებითი ჯგუფების მონაწილეობით შესრულებულმა ცეკვებმა და სიმღერებმა.