"სტუდენტთა სოციალური დახმარების პროგრამის" პრეზენტაცია

2016 წლის 18 ოქტომბერს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ცისფერ დარბაზში ჩატარდა  "სტუდენტთა სოციალური დახმარების პროგრამის" პრეზენტაცია, რომელიც ითვალისწინებს სტუდენტებისათვის სწავლის თანხის ნაწილობრივ დაფარვას.

პროგრამა პირველად 2014 წელს თსსუ-ის სტუდენტური თვითმმართველობის ინიციატივით განხორციელდა  და მის  ფარგლებში სწავლა დაუფინანსდა 150-ზე მეტ სტუდენტს.
პროგრამაში მონაწილეობის მიღება შეუძლია სამედიცინო უნივერსიტეტის ყველა ფაკულტეტის სტუდენტს, რომელიც აკმაყოფილებს შემდეგი კრიტერიუმებიდან ერთ-ერთს ან რამდენიმე კრიტერიუმს ერთად:
-მრავალშვილიანი ოჯახის წარმომადგენელი სტუდენტი(ოთხი და მეტი შვილი);
-მკვეთრად/მნიშვნელოვნად/ზომიერად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე სტუდენტი;
- დედ/მამით ობოლი სტუდენტი;
- ორი და მეტი თსსუ-ის სტუდენტი ერთი ოჯახიდან;
- სოციალურად დაუცველი სტუდენტი;
რეგისტრაციისთვის საჭირო დოკუმენტაცია:
-მრავალშვილიანი ოჯახის წარმომადგენელი (ოთხი და მეტი შვილი)-პირადობის დამადასტურებელი მოწმობა; დედმამიშვილების დაბადების მოწმობის ასლები; მშობლების პირადობის მოწმობის ასლები; სტუდენტის ცნობა+GPA რეიტინგი; ფოტოსურათი3/4.
-მკვეთრად/მნიშვნელოვნად/ზომიერად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე სტუდენტი-ცნობა სტუდენტის სტატუსთან დაკავშირებით + GPA რეიტინგი, ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით;  ფოტოსურათი 3/4;  პირადობის მოწმობის ასლი.
- დედ/მამით ობოლი სტუდენტი - ფოტოსურთი 3/4, პირადობის მოწმობის ასლი, დაბადების მოწმობის ასლი, გარდაცვლილი მშობლის გარდაცვალების მოწმობა, ცნობა დეკანატიდან სტუდენტის სტატუსის შესახებ+GPA რეიტინგი.
- ორი და მეტი თსსუ-ის სტუდენტი ერთი ოჯახიდან- ფოტოსურათი 3/4;  პირადობის მოწმობის ასლები; დაბადების მოწმობის ასლები;  მშობლების პირადობის მოწმობის ასლები;  ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ + GPA რეიტინგი.
- სოციალურად დაუცველთა ფენის წარმომადგენელი-ფოტოსურათი 3/4;  პირადობის მოწმობის ასლი; ცნობა სოციალურად დაუცველის სტატუსის შესახებ (ქულის მითითებით);  ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ + GPA რეიტინგი.

პროგრამაში მონაწილეობის მსურველმა სტუდენტებმა 31 ოქტომბრამდე უნდა გაიარონ რეგისტრაცია და წარმოადგინონ საჭირო დოკუმენტაცია შემდეგ მისამართზე: ვაჟა-ფშაველას N33, თსსუ-ის ადმინისტრაციული კორპუსი, IV სართული, ოთახი N 406 (15:00–18:00 საათამდე).