მოყვარულ სტუდენტურ თეატრთა საერთაშორისო ფესტივალი „ნიღაბი 2016“ საზეიმოდ დაიხურა

მოყვარულ სტუდენტურ თეატრთა საერთაშორისო ფესტივალი „ნიღაბი 2016“ საზეიმოდ დაიხურა

   
   

მიმდინარე წლის 10 დეკემბერს, რესტორან „სენატის“ დარბაზში საზეიმოდ დაიხურა მოყვარულ სტუდენტურ თეატრთა საერთაშორისო ფესტივალი „ნიღაბი 2016“. დახურვას ესწრებოდნენ საქართველოს სხვადასხვა უამღლესი სასწავლებლების თეატრალური დასები, სტუდენტური თეატრები ისრაელიდან და ირანიდან.

დახურვის ცერემონია გახსნა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის თეატრალური დასის - „ჰიგია“  ხელმძღვანელმა, მოყვარულმა რეჟისორმა, ასოცირებულმა პროფესორმა ნათია გუჯაბიძემ. მან აღნიშნა, რომ წელს საიუბილეო, მეხუთე მოყვარულ სტუდენტურ თეატრთა საერთაშორისო ფესტივალი ჩატარდა. ამ ხუთი წლის მანძილზე სტუდენტური დასები მაყურებლის წინაშე გაიზარდა და დაიხვეწა. საამაყოა, რომ თბილისის  სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც ფესტივალის დაარსების იდეის ხორცშესხმისთვის უმნიშვნელოვანესი ნაბიჯები გადადგა.

ყველასთვის ცნობილმა მსახიობმა, მარიამ ჯოლოგუამ, როგორც ფესტივალის დახურვის ცერემონიის წამყვანმა, საზოგადოებას აუწყა, რომ ფესტივალის დღეები მისთვის ძალიან დიდი ზეიმი იყო: „მადლობა ყველას, რომ ხუთი წელია, მაქვს საშუალება გავიზიარო ეს ზეიმი!“

ჟიურის წევრებმა საზეიმო ვითარებაში გახსნეს კონვერტები და გამოაცხადეს გამარჯვებულები:

  • ქალის ეპიზოდური როლის საუკეთესოდ შესრულებისთვის - ედენ ბარი (ისრაელის აგრალური უნივერსიტეტი)
  • მამაკაცის ეპიზოდური როლის საუკეთესოდ შესრულებისთვის - ზურა მახარაშვილი (თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი)
  • ქალის მეორეხარისხოვანი როლის საუკეთესოდ შესრულებისთვის - ანი მიქაძე (საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი)
  • მამაკაცის მეორეხარისხოვანი როლის საუკეთესოდ შესრულებისთვის - ნიკოლოზ ბარათაშვილი (საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი)
  • ქალის კომედიური როლის საუკეთესოდ შესრულებისთვის - თეკლა ტაბატაძე (შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი)
  • მამაკაცის კომედიური როლის საუკეთესოდ შესრულებისთვის - ხარება დარჩიმელია (საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი)
  • ქალის დრამატული როლის საუკეთესოდ შესრულებისთვის - თინა იონესტაბარ (ირანის სამხატვრო უნივერსიტეტი)
  • მამაკაცის დრამატული როლის საუკეთესოდ შესრულებისთვის - ირაკლი ბერიძე (თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი)
  • ქალის მთავარი როლის საუკეთესოდ შესრულებისთვის - პარასტო გორბანიტ (ირანის სამხატვრო უნივერსიტეტი)
  • მამაკაცის  მთავარი როლის საუკეთესოდ შესრულებისთვის - ბექა ხურციძე (თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი)
  • ფესტივალის „ნიღაბი 2016“-ის მთავარი აღმოჩენა - ნენე ღაღანიძე (კავკასიის უნივერსიტეტი)

ასევე გამოცხადდა სამი ძალიან  რჩეული:

  • მოყვარულ სტუდენტურ თეატრთა ასოციაციის რჩეული - ანი ბობოხიძე (ბათუმის უნივერსიტეტი)
  • თბილისის მერიის განათლების, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის რჩეული - ნიკა მიქავა (კავკასიის უნივერსიტეტი)
  • თბილისის მერიის კულტურულ ღონისძიებათა საქალაქო სამსახურის რჩეული - მარიამ ქიქავა (ბათუმის უნივერსიტეტი)
  • ფესტივალ „ნიღაბი 2016“-ის მონაწილეთა რჩეული - ზურა ყიფშიძე (თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი)

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტურმა დასმა „ჰიგიამ“ ოთხ ნომინაციაში მიაღწია წარმატებას, რაც საკმაოდ კარგი შედეგია. ვულოცავთ მათ ამ  გამარჯვებას!