2017 წლის 8-10 ნოემბერს, “EaP Plus”-ის ბროკერული შეხვედრის საგრანტო პროექტის კონკურსში (“ICT Proposers” - Day 2017") გამარჯვებული, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სამეცნიერო უნარ-ჩვევების ცენტრის დირექტორი, ასოცირებული პროფესორი ლუიზა გაბუნია, იმყოფებოდა ქალაქ ბუდაპეშტში (უნგრეთი), სადაც დაესწრო ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის ჩარჩო-პროგრამის (Horizon 2020) ფარგლებში გამართულ საპარტნიორო შეხვედრას – “ICT Proposers” - Day 2017". ღონისძიება Horizon2020-ის ფარგლებში შერჩეულ თემაზე კონკრეტული საპროექტო წინადადებების მოსამზადებელ ეტაპს წარმოადგენდა.
8 ნოემბერს, ღონისძიების გახსნის ცერემონიას ესწრებოდნენ უნგრეთის მთავრობის წარმომადგენლები. 9 და 10 ნოემბერს გაიმართა მეცნიერთა საპარტნიორო შეხვედრები, რომლის ფარგლებში ქალბატონი ლუიზა გაბუნია შეხვდა ევროკავშირის სხვადასხვა ქვეყნის 21 მეცნიერს, განიხილეს სამეცნიერო თანამშრომლობის პერსპექტივები და საგრანტო პროექტების ფარგლებში ერთიანი კონსორციუმის ჩამოყალიბების შესაძლებლობები.