2019 წლის 15 აპილიდან 20 აპრილამდე „ერასმუს +“-ის ფარგლებში თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს სტუმრობდა ლუბლინის სამედიცინო უნივერსიტეტის ფარმაკოგნოზიის დეპარტამენტის და სამკურნალო მცენარეების ლაბორატორიის მეცნიერ-ტექნიკოსი იაროსლავ ვიდელსკი.
იაროსლავ ვიდელსკი ვიზიტის ფარგლებში შეხვდა „ერასმუს +“-ის თსსუ კოორდინატორს, ნინო კანდელაკს, ფარმაციის ფაკულტეტის სტუდენტებს და პროფესორ-მასწავლებლებს; დაათვალიერა ფარმაკოგნოზიის, ბოტანიკის ფარმაცევტული ტექნოლოგიის დეპარტამენტები, სამეცნიერო-კვლევითი და პრაქტიკული უნარ-ჩვევების ლაბორატორია. დაიგეგმა ერთობლივი სამეცნიერო პროექტი და დაისახა შემდგომი თანამშრომლობის პერსპექტივები.
ლუბლინის სამედიცინო უნივერსიტეტის და თსსუ-ის ფარმაციის ფაკულტეტის თანამშრომლებს აკავშირებს რამდენიმე წლიანი თანამშრომლობა: 2015 წელს პოლონეთის დახმარების ფონდის მიერ დაფინანსდა ერთობლივი საგრანტო პროექტი, რომლის ფარგლებში ფარმაციის ფაკულტეტის 10 პროფესორ-მასწავლებელი სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა პოლონეთში.