დღეს, 2019 წლის 24 აპრილს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტებთან და კურსდამთავრებულებთან ურთიერთობის სამსახურისა და კლინიკური უნარებისა და მულტიდისციპლინური სიმულაციის ცენტრის მხარდაჭერით, თსსუ-ის სტუდენტური თვითმმართველობის საერთაშორისო ფაკულტეტის აკადემიურმა დეპარტამენტმა ორგანიზება გაუწია ფორუმს სახელწოდებით - MEDTRIKA.
ფორუმზე წარმოდგენილი იყო სხვადასხვა საინტერესო საგანმანათლებლო და გასართობი აქტივობები, რომელიც დიდი ჩართულობითა და ინტერაქციით გამოირჩეოდა. ფორუმზე მოსულმა სტუდენტებმა მანეკენებზე განახორციელეს პირველადი დახმარების ღონისძიებები, ასევე , ჩაატარეს კანქვეშა და კუნთშიდა ინიექციები.
ფორუმზე, სხვადასხვა სამედიცინო თემასთან დაკავშირებით, წარმოდგენილი იყო საერთაშორისო სტუდენტების ნაშრომები, პოსტერებისა და ნახატების სახით. სტუდენტურმა თვითმმართველობამ საგანმანათლებლო გასართობი აქტივობების მიმართულებით ინტერაქტიული ვიქტორინებიც მოაწყო.