20 სექტემბერსს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში ,,მეცნიერებისა და ინოვაციების საერთაშორისო ფესტივალი 2019“-ის ფარგლებში გაიმართა სამეცნიერო შოუ - „სახალისო ლაბორატორია“, რომელსაც უნივერსიტეტის სამეცნიერო უნარ-ჩვევების ცენტრის ბაზაზე არსებული ზოგადი პრაქტიკული უნარების ლაბორატორია მასპინძლობდა.
ღონისძიებას ესწრებოდნენ: თსსუ-ის სხვადასხვა ფაკულტეტის სტუდენტები, სკოლის მოსწავლეები. სამეცნიერო შოუ გახსნა ცენტრის დირექტორმა, ასოცირებულმა პროფესორმა ლუიზა გაბუნიამ. ღონისძიებაზე მოსწავლეებმა, ინსტრუქტორების ხელმძღვანელობით, პრაქტიკულად განახორციელეს ქრომატოგრაფიის თხელშრიანი, გელ-ფილტრაციული მეთოდები.