ტრენინგი მეან-გინეკოლოგებისთვის

ტრენინგი მეან-გინეკოლოგებისთვის

დედათა და ბავშვთა სამედიცინო ცენტრმა ,,იავნანა" კიდევ ერთ მნიშვნელოვან ტრენინგს უმასპინძლა, რომელსაც რეგიონის სამედიცინო დაწესებულებების მეან-გინეკოლოგები ესწრებოდნენ. ტრენინგი მიზნად ისახავდა ქალთა რეპროდუქციული ჯანმრთელობის ძირითადი ასპექტებისა და გამოწვევების განხილვას. 

ორდღიან ტრენინგს უძღვებოდნენ: 

 ზაზა ბოხუა - პროფესორი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივესიტეტის დიპლომისშემდგომი სამედიცინო განათლების და უწყვეტი პროფესიული განვითარების ინსტიტუტის  დირექტორი, თსსუ-ის მეანობა-გინეკოლოგიის და რეპროდუქციული ჯანმრთელობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი;

 გიორგი ცერცვაძე - მეან-გინეკოლოგი, რეპროდუქტოლოგი, აკადემიური დოქტორი მედიცინაში, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივესიტეტის კლინიკის პროფესორი;

ტრენინგის მონაწილე  მეან-გინეკოლოგებს უწყვეტი სამედიცინო განათლების სპეციალური კრედიტ ქულები მიენიჭად.