2021 წლის 20-24 სექტემბერს სამეგრელოში, აჭარასა და სამცხე–ჯავახეთში რეპროდუქციული ჯანმრთელობის სერვისების მიმწოდებლებთან გაიმართა საინფორმაციო ხასიათის შეხვედრა ორსულებში ვაქცინაციის პროცესის მხარდაჭერისა და კოვიდ-19 - ის მართვასთან დაკავშირებით.
საინფორმაციო შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის დიპლომისშემდგომი სამედიცინო განათლებისა და უწყვეტი პროფესიული განვითარების ინსტიტუტის დირექტორმა, მეანობა-გინეკოლოგიისა და რეპროდუქციული ჯანმრთელობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, პროფესორმა ზაზა ბოხუამ და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მეანობა-გინეკოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, პროფესორმა ნიკოლოზ კინტრაიამ.
შეხვედრაზე განიხილეს ორსულებში ვაქცინაციის პროცესის მხარდაჭერა და კოვიდ-19 - ის მართვასთან დაკავშირებული შუალედური კლინიკური რეკომენდაციები.
ცნობისთვის, ღონისძიება გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის ორგანიზებით, პარტნიორების National Center for Disease Control & Public Health, Georgia (NCDC & PH) და დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით ჩატარდა.