„საქართველოს ფარმაცევტ სტუდენტთა ასოციაცია“ (GPSA) არის საქართველოს აკრედიტებული უმაღლესი სასწავლებლების ფარმაციის ფაკულტეტის სტუდენტებისა და ახალგაზრდა ფარმაცევტების გაერთიანება, რომელიც საქართველოს წარმოადგენს „ევროპის ფარმაცევტ სტუდენტთა ასოციაციაში“ (EPSA) და უზრუნველყოფს მისი მიზნების ეროვნულ დონეზე განხორციელებას.
საქართველოს ფარმაცევტ სტუდენტთა ასოციაციის მიზნებია:
• წარმოადგინოს ქართველი ახალგაზრდა ფარმაცევტები და ფარმაციის ფაკულტეტის სტუდენტები ევროპის ფარმაცევტ სტუდენტთა ასოციაციაში;
• ხელი შეუწყოს ევროპელ თანატოლებთან სამართლებრივი, საგანმანათლებლო და ცხოვრებისეული გამოცდილების, უნარ-ჩვევების ურთიერთგაცვლას, მათთან დაახლოებასა და თანამშრომლობას;
• დანერგოს მაღალკვალიფიციური ფარმაცევტული განათლების მიღებისთვის აუცილებელი ევროპული სტანდარტები;
• შექმნას პროფესიონალი ფარმაცევტის ჩამოყალიბებისთვის საჭირო ჯანსაღი გარემო და დაეხმაროს ფარმაცევტ სტუდენტებს არაფორმალური და პროფესიული განათლების მიღებაში;
• განავითაროს სტუდენტური და ახალგაზრდული ურთიერთობები პროფესიული კუთხით;
• დაეხმაროს ახალგაზრდა ფარმაცევტებსა და სტუდენტებს პროფესიული უნარ-ჩვევების განვითარებაში;
• მოახდინოს სტუდენტების ინტეგრაცია ევროპულ სივრცეში;
• თანამშრომლობა და კოორდინაცია სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან, საგანმანათლებლო დაწესებულებებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან, პროფესიულ ასოციაციებთან და კვლევით ინსტიტუტებთან.
ასოციაციის წევრი შეიძლება იყოს საქართველოში აკრედიტებული უმაღლესი სასწავლებლის ფარმაციის ფაკულტეტის ნებისმიერი სტუდენტი და ახალგაზრდა ფარმაცევტი, რომელიც იზიარებს ასოციაციის მიზნებს, მზადაა დასახული ამოცანების განსახორციელებლად შეასრულოს ამ წესდებით გათვალისწინებული უფლება-მოვალეობები და აქვს სათანადო უნარ-ჩვევები.
საკონტაქტო ინფორმაცია:
პრეზიდენტი - ლიზი თომაძე 597105111
Email: gpsa@tsmu.edu
Web: www.facebook.com/profile.php?id=100086708832333&mibextid=LQQJ4d
გაწევრიანების სარეგისტრაციო ფორმა იხილეთ აქ: