• სიახლეები
  • განცხადებები
  • სტუდენტური ცხოვრება
  • ელ-ჟურნალი
  • აბიტურიენტებისთვის
  • ხდკ
  • მულტიმედია
  • კალენდარი
  • ჩვენ შესახებ
    • რექტორის გვერდი
    • უნივერსიტეტის ისტორია
    • უნივერსიტეტის მისია, ხედვა, ღირებულებები
    • სტრატეგიული განვითარების გეგმა
    • მართვა
    • სტრუქტურა
    • აკადემიური პერსონალი
    • სამეცნიერო პერსონალი
    • საპატიო დოქტორები
    • მოწვეული პროფესორები
    • ვიზიტიორი პროფესორები
    • კლინიკის პროფესორები
    • აკადემიური განვითარების და სტრატეგიული დაგეგმვის დეპარტამენტი
    • იურიდიული ცნობარი
    • საჯარო ინფორმაცია
  • განათლება
    • აკადემიური საგანმანათლებლო პროგრამები
    • ფაკულტეტები
    • მაგისტრატურა
    • დოქტორანტურა
    • დიპლომისშემდგომი სამედიცინო განათლების და უწყვეტი პროფესიული განვითარების ინსტიტუტი
    • უცხოურენოვანი პროგრამები
    • გაცვლითი პროგრამები
    • სასწავლო დეპარტამენტები
    • სასწავლო ცხრილი
    • გამოცდების ცხრილი
  • კვლევა
    • განცხადებები
    • სიახლეები
    • მიმდინარე კვლევები
    • გრანტები
    • კვლევის ეთიკის კომიტეტი
    • წესი ანტიპლაგიატის შესახებ
    • კონფერენციები/სემინარები
    • სამეცნიერო პორტალი
    • საძიებო ბაზები (ბიბლიოთეკა)
    • საერთაშორისო თანამშრომლობა
    • სამეცნიერო პროდუქტიულობა
    • პუბლიკაციები
    • სამეცნიერო უნარ-ჩვევების ცენტრი
    • სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტები
  • კლინიკური საქმიანობა
    • მთავარი
    • სტრუქტურა
    • საქმიანობის სფერო და ამოცანები
    • მოკლე ისტორია
    • საუნივერსიტეტო კლინიკები
    • კლინიკური ბაზები
    • სიახლეები
    • იურიდიული ცნობარი
    • კონტაქტი
  • ხარისხის უზრუნველყოფა
    • პოლიტიკა
    • დებულება
    • დარგობრივი დოკუმენტები
    • შეფასების პროცედურები
    • კითხვარები
    • კონტაქტი
  • საერთაშორისო ურთიერთობები
    • ჩვენს შესახებ
    • სტრუქტურა
    • ინტერნაციონალიზაციის პოლიტიკა
    • საერთაშორისო თანამშრომლობის განყოფილება
    • საერთაშორისო სტუდენტების მოზიდვისა და ჩარიცხვის განყოფილება
    • საგრანტო პროექტების მოზიდვისა და ხელშეწყობის განყოფილება
    • საერთაშორისო პროექტები
    • საერთაშორისო სტუდენტები
    • კონტაქტი
სწრაფი ბმულები
  • AMEE-ს საერთაშორისო თანამშრომლობის ცენტრი საქართველოშიAMEE-ს საერთაშორისო თანამშრომლობის ცენტრი საქართველოში
  • ელექტრონული ჟურნალიელექტრონული ჟურნალი
  • დასაქმებადასაქმება
  • ცენტრებიცენტრები
  • ბიბლიოთეკაბიბლიოთეკა
  • იურიდიული ცნობარიიურიდიული ცნობარი
  • უსგ ტრენინგებიუსგ ტრენინგები
  • ონლაინ უსგ ტრენინგებიონლაინ უსგ ტრენინგები

ცენტრები

  1. ცენტრები
  2. სპორტის ცენტრი
  3. ისტორია
  • ისტორია
  • თანამშრომლები
  • სპორტული სექციები
  • უნივერსიადა
  • გალერეა

ისტორია

ამობეჭდვა

თსსუ სპორტის ცენტრს – ფიზიკური კულტურის სახელწოდებით, სადოცენტო კურსს, საფუძველი ჩაეყარა 1929 წელს და მისი წარმართვა დაევალა სოციალური ჰიგიენის კათედრას. 1931 წელს კურსი ჩამოყალიბდა ფიზიკური აღზრდის კათედრად და მას გადაეცა საექიმო კონტროლის კურსი. 1942 წელს ფიზიკური აღზრდა, როგორც სავალდებულო საგანი გადაეცა სამხედრო – სანიტარიულ კათედრას, საექიმო კონტროლი კი - ჰოსპიტალური თერაპიის კათედრას. 1947 წელს კვლავ იქმნება კათედრა ფიზიკური აღზრდისა და საექიმო ფიზიკური კულტურის სახელწოდებით. კათედრას ხელძღვანელობდა ექიმი – პროფესორი გიორგი მღებრიშვილი. 1968-73 წლებში კათედრას განაგებდა პროფესორი რომანოზ სვანიშვილი. 1973-77 წლებში კი - დოცენტი ვლადიმერ სამსონაძე. 1977-2000 წ.წ. ფიზიკური არზრდისა და სპორტის კათედრას განაგებდა დოცენტი ჰენრიხ დოლიძე. 2000-2005 წლებში - დოცენტი ზაურ ფხალაძე. 2000 წელს, სპორტული დეპარტამენტის ინიციატივით და განათლების სამინისტროსთან შეთანხმებით, შეიქმნა მაღალ კვალიფიციური სპეციალისტებით დაკომპლექტებული თსსუ “კომპლექსური სპორტული სკოლა”. დირექტორად დაინიშნა დოცენტი ჰენრიხ დოლიძე. კომპლექსურმა სპორტულმა სკოლამ ფუნქციონირება შეწყვიტა 2006 წელს. 2005 წლის დეკემბრიდან “უმაღლესი განათლების შესახებ საქართველოს კანონის ,,ქვეყანაში მიმდინარე საგანმანათლებლო სისტემის ფართო მასშტაბიანი რეფორმების და ბოლონიის პროცესის ძირითადი მოთხოვნების შესაბამისად”, რექტორის ბრძანების საფუძველზე, გაერთიანდა - სამედიცინო რეაბილიტაციისა და სპორტული მედიცინის, ფიზიკური აღზრდისა და სპორტის კათედრები. გაერთიანებულ სტრუქტურას ეწოდა სამედიცინო რეაბილიტაციის, სპორტული მედიცინის, ფიზიკური აღზრდისა და სპორტის კათედრა, რომლის ხელმძღვანელად დაინიშნა პროფესორი ნაირა ჭაბაშვილი.

2006 წელს უნივერსიტეტში შეიქმნა სპორტის ცენტრი, რომლის დირექტორად დაინიშნა კახა ჭუმბურიძე. ამავე წელსვე მოხდა კულტურის ცენტრისა და სპორტის ცენტრის გაერთიანება: შეიქმნა თსსუ – ის სპორტისა და ხელოვნების ცენტრი. დირექტორად დაინიშნა კახა ჭუმბურიძე,  2008 - 2010 წ.წ. სპორტისა და ხელოვნების ცენტრს ხელმძღვანელობდა ნიკოლოზ მახვილაძე. 2010 წლიდან კი სპორტისა და ხელოვნების ცენტრს  ხელმძღვანელობდა  აკადემიური დოქტორი ზაურ ფხალაძე, მოადგილედ ბადრი მაჭავარიანი, 2018 წელს მოხდა სპორტისა და ხელოვნების ცენტრის გაყოფა, სპორტის ცენტრის დირექტორად დაინიშნა ზაურ ფხალაძე, კულტურის ცენტრის დირექტორად კი ბადრი მაჭავარიანი. 2022 წელს სპორტის ცენტრის დირექტორად დაინიშნა გიორგი შუბითიძე.

სპორტის ცენტრის სამეცნიერო და მეთოდური მუშაობა - სპორტული მიღწევები 

თბილისის სახელმწიფო ინსტიტუტში და შემდგომ 1992 წლიდან უნივერსიტეტის კედლებში აღიზარდნენ: მრავალ გზის მსოფლიო ჩემპიონი ჭადრაკში – მაია ჩიბურდანიძე; მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონები: მძლეოსნობაში – ვარდო ქუთათელაძე, ცურვაში – თინათინ ლეკვეიშვილი, სასტენდო სროლაში – გია შენგელია; ევროპის ახალგაზღდული ჩემპიონატის გამარჯვებულები ფარიკაობაში, სერგი ანდრიაძე და მანანა კეკელია. ყოფილი საკავშირო ჩემპიონები და ოლიმპიური ნაკრების წევრები: სპორტულ ტანვარჯიშში – დონარა ჯანუყაშვილი, სპორტულ სროლაში პისტოლეტიდან – მარლენ პაპავა, მშვილდოსნობაში – ვადიმ რეშეტოვი; ევერესტის ერთერთი დამპღრყობელი, ალპინისტი – ზურაბ ასტახაშვილი, საერთაშორისო კლასის ოსტატები ჭადრაკში – დავით ლობჟანიძე, ჩოგბურთში – ივანე პერეგულოვი მძლეოსნობაში – ალექსანდრე სგრებრიანი, სპორტულ ტანვარჯიშში – მარინა ჩაჩხიანი და მანანა დავითაშვილი, შაშში – მაია მოსიძე. საკავშირო ოსტატთა “ა” კლასის პირველობის მონაწილეები და პრიზიორები იყვნენ: რაგბში – ზურაბ ხარშილაძე და ავთანდილ ღიბრაძე, ხელბურთში – თენგიზ გაზდელიანი და გიორგი აბესაძე, კალათბურთში – ალექსანდრე კილაძე, ვაჟა გვანცელაძე, ჯიმშერ ნატრიაშვილი, აკაკი სალაყაია, ვალერი ჯგერენაია, ფეხბურთში – ნუგზარ დემურია. ასევე სამედიცინო უნივერსიტეტი დაამთავრეს მსოფლიოსა და ევროპის პრიზიორებმა – ტაიკვანტო და ბუდოკარატეში - გიორგი ჩანგელიამ ; კონტაქტურ კარატეში - რატი წითელაძემ; სამბოში ირაკლი მერკვილაძემ და ლევან ჩუბინიძემ კიოკუშინკაი კარატეში - გია გვენეტაძემ, ძიუდოში - ზაქრო ფოლადაშვილმა, კონსტანტინე მუკვანმა, გიორგი დუღაშვილმა, ბექა ბიქოშვილმა, ლევან ნოზაძემ. საქართველოს 14-გზის რეკორდსმენმა წოლჭიმში, სამჭიდში, ამოწევაში, საქართველოს 21-გზის ჩემპიონმა ძალისმიერ სამჭიდში, ევროპის ჩემპიონმა ძალისმიერ ექსტრიმში, მსოფლიოს რეკორდსმენმა ძალისმიერ სამჭიდში, მადრიდის გრამ პრის ჩემპიონმა ძალისმიერ ექსტრიმში, მსოფლიო თასის ჩემპიონმა და ვარშავის ექსპოს პრიზიორმა ჭაბუკა ჭიღლაძემ,  რომელმაც ასევე შეასრულა ექსტრემალური ნომერი და შეძლო დაეჭირა მოძრაობაში მყოფი საპირისპირო მხარეს მდგომი BMჭ-მარკის 2 ავტომობილი, რომელთა თითოეულის წონა შეადგენდა 500-500 ცხენის ძალას. ამ ნომრის შერულებით იგი გახდა გინესის რეკორდსმენი.

საქართველოს აკრედიტირებული უმაღლესი სასწავლებლების ,,უნივერსიადების’’ შედეგები : ,,უნივერსიადა 2010’’ - 3 ოქრო, 9 ვერცხლი, 14 ბრინჯაოს მედალი. ,,უნივერსიადა 2011’’ - 5 ოქრო, 7 ვერცხლი, 8 ბრინჯაოს მედალი. ,,უნივერსიადა 2012’’ - 7 ოქრო, 7 ვერცხლი, 22 ბრინჯაოს მედალი. ,,უნივერსიადა 2013’’ -5ოქრო, 8 ვერცხლი, 6 ბრინჯაოს მედალი. ,,უნივერსიადა 2014’’ - 4 ოქრო, 5 ვერცხლი, 3 ბრინჯაოს მედალი. ,,უნივერსიადა 2015’’ - - 5 ოქრო, 4 ვერცხლი, 4 ბრინჯაოს მედალი. ,,უნივერსიადა 2016’’ - 5 ოქრო, 7 ვერცხლი, 8 ბრინჯაოს მედალი. ,,უნივერსიადა 2017’’ - 3 ოქრო, 8 ვერცხლი, 8 ბრინჯაოს მედალი. 

,,უნივერსიადა 2018’’  - 5 ოქროს 7 ვერცხლის  და 6 ბრინჯაოს  მედალი. 45 აკრედიტირებულ უმაღლესი სასწავლებლებს შორის დაიკავა III საპრიზო ადგილი და უკან ჩამოიტოვეს ისეთი უმაღლესი სასწავლებლები, როგორიცაა ს.ტ.უ., თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტი და სხვები ...

,,უნივერსიადა 2022’’  - 9 ოქროს 3 ვერცხლის  და 2 ბრინჯაოს  მედალი.

,,უნივერსიადა 2023’’  - 1 ოქროს 7 ვერცხლის  და 2 ბრინჯაოს  მედალი.

სპორტის ცენტრში მოქმედებს საექიმო კაბინეტი, რომელიც ემსახურება სამედიცინო უნივერსიტეტის თანამშრომლებს და სტუდენტებს.  ყოველწლიურად საექიმო კაბინეტის მომსახურეობით სარგებლობს 450 -ზე მეტი ადამიანი. 



ადმინისტრაცია

სამუშაო საათები

  • ორშ-პარ: 10:00 - 18:30
  • შაბათი: დასვენება
  • კვირა: დასვენება

სწრაფი ბმულები

  • იურიდიული ცნობარი
  • საჯარო ინფორმაცია
  • ელ-ჟურნალი
  • ფაკულტეტები
  • საერთაშორისო სტუდენტთა განათლება

საკონტაქტო ინფორმაცია

  • (+995 32) 254 24 24;
  • ვაჟა-ფშაველას გამზირი N. 33, 0186 თბილისი, საქართველო, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, ადმინისტრაციული კორპუსი.

შემოგვიერთდით

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი

Copyright © 2018 | Created By Integral Web Studio

  • tsmu.edu ქართული
  • tsmu.edu English